Sunday, January 24, 2010

ს მ ი ც

საგანმანათლებლო მეცნიერებების ინოვაციების ცენტრი

C e S i

Centre of Educational Scientific Innovations


miznebi

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნებია:

საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა

განათლების სისტემის მუშაკთა პროფესიული განვითარება და განათლების ხარისხის ზრდა

განათლების სფეროში არსებული პროგრესული ტენდენციების შესწავლა, ქართულ რეალობასთან შეჯერება და საგანმანათლებლო პროცესში ადაპტაცია

საბავშვო ბაღის, სკოლის მასწავლებელთა, უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა შესაბამისი მასალითა და რესურსებით უზრუნველყოფა,

საერთაშორისო, ეროვნული, რეგიონალური და ლოკალური პარტნიორული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა, ინიცირება განხორციელება

მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება სხვადასხვა პროექტების ფარგლებში

მასწავლებელთა ქსელის შექმნა

ადგილობრვი სკოლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიების გაცნობით და კოლეგების გამოცდილების გაზიარებით.

საქართველოში საგანმანათლებლო სფეროში არსებული პოტენციალის შესახებ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, წინადადებების მომზადება ამ მიმართულებით ცვლილებების გასატარებლად

• Gგანათლების სფეროში ნიჭიერი და ინოვაციების დანერგვის მსურველი ახალგაზრდების მოზიდვა:

განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის შემეცნებოთ-საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელშეწყობა.

საქმიანობის ფორმები

საწესდებო მიზნების მისაღწევად ცენტრი:

განახორციელებს მიზნობრივ ჯგუფში საგანმანათლებლო_შემეცნებით საქმიანობას, ტრეინინგ კურსებს, სემინარებს, კინო-ჩვენებებს, დისკუსიებს, ლექციებს, საინფორმაციო შეხვედრებს

ეწევა თარგმნით და საგამომცემლო საქმიანობას;

სკოლებში ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით დონორების მოზიდვა

სამეცნიერო ფესტივალებისა და კონკურსების ჩატარება

მოაწყობს პედაგოგებისთვის, მოსწავლე_ახალგაზრდობისათვის, დევნილი ბავშვებისათვის, საზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკებს ;

ხელს შეუწყობს მოსწავლე_ახალგაზრდებს შემოქმედებით საქმიანობაში და მომავალი პროფესიის არჩევაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში;

ითანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;

ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმწეო იურიდიული პირის ხასიათს;

ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.