Sunday, January 24, 2010

ს მ ი ც

საგანმანათლებლო მეცნიერებების ინოვაციების ცენტრი

C e S i

Centre of Educational Scientific Innovations


miznebi

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნებია:

• საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა

• განათლების სისტემის მუშაკთა პროფესიული განვითარება და განათლების ხარისხის ზრდა

• განათლების სფეროში არსებული პროგრესული ტენდენციების შესწავლა, ქართულ რეალობასთან შეჯერება და საგანმანათლებლო პროცესში ადაპტაცია

• საბავშვო ბაღის, სკოლის მასწავლებელთა, უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა შესაბამისი მასალითა და რესურსებით უზრუნველყოფა,

• საერთაშორისო, ეროვნული, რეგიონალური და ლოკალური პარტნიორული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა, ინიცირება დ განხორციელება

• მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება სხვადასხვა პროექტების ფარგლებში

• მასწავლებელთა ქსელის შექმნა

• ადგილობრვი სკოლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიების გაცნობით და კოლეგების გამოცდილების გაზიარებით.

• საქართველოში საგანმანათლებლო სფეროში არსებული პოტენციალის შესახებ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, წინადადებების მომზადება ამ მიმართულებით ცვლილებების გასატარებლად

• Gგანათლების სფეროში ნიჭიერი და ინოვაციების დანერგვის მსურველი ახალგაზრდების მოზიდვა:

• განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის შემეცნებოთ-საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელშეწყობა.

საქმიანობის ფორმები

საწესდებო მიზნების მისაღწევად ცენტრი:

• განახორციელებს მიზნობრივ ჯგუფში საგანმანათლებლო_შემეცნებით საქმიანობას, ტრეინინგ კურსებს, სემინარებს, კინო-ჩვენებებს, დისკუსიებს, ლექციებს, საინფორმაციო შეხვედრებს

• ეწევა თარგმნით და საგამომცემლო საქმიანობას;

• სკოლებში ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით დონორების მოზიდვა

• სამეცნიერო ფესტივალებისა და კონკურსების ჩატარება

• მოაწყობს პედაგოგებისთვის, მოსწავლე_ახალგაზრდობისათვის, დევნილი ბავშვებისათვის, საზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკებს ;

• ხელს შეუწყობს მოსწავლე_ახალგაზრდებს შემოქმედებით საქმიანობაში და მომავალი პროფესიის არჩევაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში;

• ითანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;

• ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმწეო იურიდიული პირის ხასიათს;

• ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

No comments:

Post a Comment